მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაუსწრებლად დააპატიმრეს

გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაუსწრებლად დაპატიმრების თაობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მანამდე, ბრალდების მხარემ, მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და შესაბამისი დადგენილება, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს გააცნო .
ადვოკატმა, მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
გამოძიება სოფელ აკურაში მცხოვრებ მამაკაცს, 21 მაისს ჩადენილ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება.
ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით
მოკლა ერთი პირი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და შემთხვევით, საკუთარი შვილიც.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის 3- ე ნაწილით მიმდინარეობს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობის მომზადებისთვის, ნასამართლევია.
სოფელ აკურაში მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ