მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს

2 აპრილს, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, – განაცხადა კვირას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.
სამიზნე გახდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დაზიანდა 16 მრავალსართულიანი შენობა, რვა კერძო სახლი, სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება და საგადასახადო სამსახურის შენობა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თანახმად, რუსეთის არმიამ ქალაქი საცხოვრებელი კვარტალი ს-300 ტიპის ორი რაკეტითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ „ურაგანის“ 4 რაკეტით დაბომბა.

“ექვსი ადამიანი დაიღუპა. ნამსხვრევების შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა. ყველას იღებს სამედიცინო დახმარებას“, -აღნიშნა ერმაკმა.

რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად კონსტანტინოვკაში დააზიანა 16 მრავალსართული კორპუსი, რვა კერძო სახლი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, კონსტანტინოვსკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შენობა, გაზის მილსადენი და სამი მანქანა.
“რუსებმა დღეს დილით ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. მრავალსართულიანი შენობები და კერძო საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ამ დროისთვის დაშავებულებს საჭირო დახმარება უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია მაშველები და პოლიცია. ინფორმაცია ნგრევის მასშტაბისა და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ განახლდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კონსტანტინოვკას, ისევე როგორც დონეცკის რეგიონის სხვა დასახლებებს, რეგულარულად ესხმის თავს რუსეთის ჯარი. მოსკოვი, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასაც უარყოფს.

ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა სარკინიგზო დეპო და დაშავდა ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
“ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა არის ცეცხლში გახვეული ამჯერად”,- წერს ფედოროვი Telegram-ზე.
პოსტში ფედოროვმა აღნიშნა რომ “ლოკომოტივის საწყობში რაღაც ფეთქდება“ და მოსახლეობა შავ კვამლს ხედავს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button