წინასწარი მონაცემებით მე-9 მოწვევის პარლამენტში ,,ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ეყოლება

ამ დროის წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, პარლამენტში მათ 115 დეპუტატი ეყოლებათ.

8 ოქტომბრის კენჭისყრის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით 44 მანდატი მიიღო, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში – 23 მანდატი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებენ.

შესაბამისად, „ქართული ოცნებას“ პარალმენტში 115 დეპუტატი ეყოლება.
გარდა ამისა, 27 მანდატი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”, 6 – “პატრიოტთა ალინასს”, ერთი – “მრეწევლევს”, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

მსგავსი პოსტები

Back to top button