ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება დასრულებულია

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულებულია.
ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. დაბეჭდილი სიები უკვე მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს” – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.