მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართული ოცნება” 23%, “ნაციონალური მოძრაობა” 15% – IRI-ის გამოკვლევა:

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, რომლის მიხედვით, პირველ ადგილს მმართველი პარტია იკავებს. ოპოზიციური პარტიებიდან კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 23, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ჯამში, ამომრჩეველთა 41 პროცენტი დაუჭერდა მხარს.

შეკითხვაზე, არჩევნები, რომ ტარდებოდეს კვირას, რომელ პარტიას მისცემდი ხმას? (პირველი არჩევანი)

შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 23%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%;

„ევროპული საქართველო“ – 5%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 5%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 4%;

„ახალი საქართველოსთვის“ – 2%;

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობაა“ – 2%;

„ლელო“ – 2%;

„გირჩი“ – 1%;

„შენების მოძრაობა“ – 1%;

სხვა – 1%;

არცერთი – 4%;

არ ვიცი/უარი პასუხზე – 32%

კვლევა 20 ივნისის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პირველად ჩატარდა.

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე ​
18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 69 პროცენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button