რეგიონისიახლეები

“ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე “ჰავანა”-ში იყავით”

ქობულეთში კაფე-ბუნგალო “ჰავანა”-ს პერსონალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ იყო ჩასული, კოვიდ19 დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც “ჰავანა”-ში 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

„ერთი არასასიამოვნო შემთხვევაა ჩვენთვის, – ქობულეთში გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან, სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე–ბუნგალო „ჰავანა“ ქობულეთში. რა თქმა უნდა, ბუნგალოში მომუშავე პერსონალი უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ, 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორები ამ კაფეში, მინდა მაქსიმალურად გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ. თუ ოდნავ რამე სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა. თვითონ ქობულეთში და სხვაგანაც.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button