რეგიონი

სოფელ ბაბანეურის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.

საძოვრების გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის გაუქმება, ადგილობრივებმა დღეს, სოფლის ცენტრში გამართულ აქციაზე მოითხოვეს.

9 ჰექტარი მიწის ფართობი, რომლის საწყისი ფასი 200 000 ლარია, აუქციონზე გასაყიდად, რამდენიმე დღეა გაიტანეს.

ბაბანეურის მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე საძოვარი იყო, ადგილობრივი ბიზნესმენი, სასტუმროს აშენებას აპირებს.

ადგილობრივების მტკიცებით, საძოვრის აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, მესაქონლეობით დაკავებულ სოფელს, საქონლის გაყიდვა და შიმშილობა მოუწევს.

სოფელს ალტერნატიული საძოვარი არ აქვს და გასაყიდად გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, მოსახლეობა უცხო პირების დაშვებას არ აპირებს.

მოსახლეობასთან შესახვედრად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდა.

ალექსი ფიცხელაურის ინფორმაციით, მიწა მუნიციპალური საკუთრება არ არის, აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა და შესაბამისი კომუნიმაცია, სამინისტროსთან მოსახლეობის ინტერესების დასაცავად, უკვე შედგა.

აუქციონის ვადა 28 დეკემბერს იწურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button