მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას და “მეორე ფრონტის” გახსნას გეგმავს-ბჟანია

"აფხაზეთს არ უნდა ომი, მაგრამ მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის"

აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ, ამისთვის აპრილ-მაისში საქართველოში აქციებს ამზადებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ სოხუმში პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე განაცხადა. მსგავსი რიტორიკით საუბრობს მმართველი პარტია ქართული ოცნება.

ბჟანიას თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება “ძალიან რთულია”, რუსეთი “იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია” აწარმოოს, ხოლო მის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ.

“ამის ფონზე ამავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნებისთვის ამა წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს ვითარება უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ჩვენთვის აუცილებელია რუსეთთან და მის რეგიონებთან მრავალმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერება”, – თქვა ბჟანიამ.

მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა “შესაბამის დონეზე” არ მომხდარა, რაც “სერიოზული შეცდომაა”.

“არის რაღაცები, რაზეც საჯაროდ არ შემიძლია საუბარი. მასშტაბურ სამუშაოს ვატარებთ სამობილიზაციო მზაობის ასამაღლებლად, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ომი არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფრისთვის ვართ მზად. ერთად, ძმურ რუსეთთან ერთიანობაში და კავშირში”, – დასძინა ბჟანიამ
ბჟანიას ინფორმაციით, აფხაზეთში ახლა ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარებს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ის ამბობს, რომ “აფხაზეთს არ უნდა ომი, მაგრამ მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის”.

მსგავსი პოსტები

Back to top button