ავარიას კახეთში სამი ახალგაზრდა ემსხვერლა

სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას კახეთში. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზთან მოხდა.

გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე ტრავმებით ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ გავაზიდან არიან. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button