მნიშვნელოვანისიახლეები

საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულებულია

საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულებულია. პროცესი 3 საათს გაგრძელდა.
მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი ეტაპირება კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება, სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის მანქანების ესკორტი მისმა მხარდამჭერებმა შეძახილებითა და ტაშით გააცილეს.
სასამართლო პროცესი, რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ეხება დასრულებულია. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას პოზიტიურ მოვლენად აფასებს. დიპლომატის განცხადებით, კარგია ისიც, რომ მედიას და საზოგადოებას პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა.
მე ვთვლი, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა დაესწროს საკუთარ საამართლო პროცესს ეს უკვე მეორედ. პოლიციამ მისი გადაყვანის პროცედურა კარგად დააორგანიზა და მისი გადაყვანა მოხდა უსაფრთხოდ. ასევე მედიას და საზოგადოებას ეძლევა პროცესზე დასწრების დაშუალება, ყველას მოვალეობაა, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს მშვიდობიანად, წესების დაცვით. მხარდამჭერებმა უდნა გამოხატონ მათი პროტესტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად. იგივე ეხება ასევე სასამართლო დარბაზსაც, რათა სწორად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი, – განაცხადა დეგნანმა.

“დღევანდელი დღე არ ეხებოდა თითოეული ბრალდების განხილვას…ვნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ბანიჯ ყველა ბრალდება, სისულელე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ პროკურორებისგან უკონტექსტოდ, უადგილოდ” – ეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამიამ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, ბოტოქსის პროცედურა სამკურნალო თვალსაზრისით იყო ჩატარებული.პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გაფლანგულ თანხაში არაფერი კორუფციის მსგავსი არ არის, ვინაიდან ეს თანხა ისევ სახელმწიფოს მოხმარდა.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე კი მოითხოვს, რომ მოხდეს ყველა პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროება, ვინ რა თანხას ხარჯავს და რაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ნიკა გვარამიას ბექა ბასილაიას ლევან ბეჟაშვილის და რომან გოცირიძის ხმა

საქალაქოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავდნენ.

შეგახსენებთ რომ პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა

მსგავსი პოსტები

Back to top button