მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქისკენ გაუშვა 35 კამიკაძე დრონი ფრთოსანი და ჰიპერ-ბგერითი რაკეტები

დღეს დილიდან იბომბებოდა კიევი და ხარკოვი. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქისკენ გაუშვა 35 კამიკაძე დრონი, ფრთოსანი და ჰიპერ-ბგერითი რაკეტები. უკრაინის თავდაცვის სისტემამ 35-ვე დრონის და 70 რაკეტის ჩამოგდება შეძლო. რუსეთის მთავარი სამიზნე ამჯერადაც სამოქალაქო ობიექტები იყო, არის მსხვერპლიც, ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავებულია 127 პირი.
საავადმყოფოში გარდაიცვალა უკრაინის დედაქალაქ კიევზე 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესახებ დღეს, 3 იანვარს, იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 29.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, ეს იყო ჰაერიდან ყველაზე მასირებული იერიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა 158 რაკეტა და დრონი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 158-დან 114 სამიზნე გაანადგურეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა – რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი” გაუშვეს.

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

„რუსულმა ჯარმა სოფელ სადოვოეში მოხუცი მამაკაცი მოკლს. დაახლოებით 11:10 საათზე საოკუპაციო ძალებმა სოფელს არტილერიით დაარტყეს. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილობრივი მცხოვრები სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, – წერს პროკუდინი „ტელეგრამის“ პირად არხზე.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დეოკუპაციის შემდეგ, რუსებმა დაახლოებით 230 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 900-ზე მეტი დაჭრეს.

ავდეევკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 იანვარს დილით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

დონეცკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაახლოებით 11 საათზე რუსებმა ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს. ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, რის შედეგადაც 51 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 50 წლის ქალი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

29 დეკემბერს რუსეთის არმიამ კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მიიტანა მასირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button