მნიშვნელოვანისპორტი

ჯაბა პაპინაშვილის დიდი ნახტომი მსოფლიო რეიტინგში

ბაქოს გრანდსლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენთა რეიტინგები განაახლა

ქართველებიდან ძიუდოისტთა უმეტესობამ წინ წაიწია,თუმცა ზოგიერთი იმავე, მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

ყველაზე დიდი და განსაკუთრებული წინსვლა ბაქოს ტურნირის ტრიუმფატორს,ჯაბა პაპინაშვილს ეკუთვნის.

60 კგ.წონით კატეგორიაში მებრძოლი რეიტინგში 51 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 28-ე ადგილზე იმყოფება

რაც შეეხება ქალებს,აქ გამოკვეთილია ეთერ ლიპარტელიანის რეიტინგი.ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ- ძიუდოისტთა ათეულშია და მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს.

შეგახსენებთ,რომ მომდევნო დიდი ტურნირი,სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იასპარეზებს,- აბუ დაბის გრანდ სლემია. პირველობა,მიმდინარე წლის 26-28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button