მკვლელობა ახმეტაში

მკვლელობა მოხდა ახმეტაში.

“სოფელ ქისტაურში ურთიერთშელაპარაკებისას 30 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი, 21 წლის ილია მანველიშვილი ნაჯახით მოკლა”, – ეს არის გამოძიების ოფიციალური ინფორმაცია.

მეზობლების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი მათთვის უცნობია.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიცამ უკვე დააკავა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button