სკანდალი ბურჭულაძის პარტიაში [აუდიო]

ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებათ.

პოლიტიკოსმა პაატა ბურჭულაძის გაერთიანების დატოვების შესახებ განაცხადა და განმარტა, რომ ის აიძულეს მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. მუქარაც, ლაგაზიძის განმარტებით, სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობას და გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ უღალატა იმ იდეებს და ღირებულებებს, რომლის გარშემოც შეიქმნა პარტია. მისივე თქმით, პარტიიდან მისი წასვლის მთავარი მიზეზი საარჩევნო სია გახდა. ლაგაზიძის თქმით, სიაში კრიმინალური მენტალობის მქონე პირები მოხვდნენ, რომელთა პარლამენტში შესვლა მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნის. ლაგაზიძის თქმით, იმის გამო, რომ ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, მან შესაბამის უწყებას მიმართა, რათა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. ასევე მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების გამო ის პირადი დაცვის თანხლებით გადაადგილდება.

მოუსმინეთ ხათუნა ლაგაზიძის ხმას ►

ხათუნა ლაგაზიძის ამ განცხადებებს გამოეხმაურნენ პაატა ბურჭულაძის პარტიაში. ლაგაზიძის ყოფილი თანაგუნდელები მის ბრალდებებს უარყოფენ და მის განცხადებებს საარჩევნო სიაში არყოფნას უკავშირებენ.

პაატა ბურჭულაძის პარტიიდან, ირაკლი ყიფიანის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button