მნიშვნელოვანირეგიონი

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ხელახლა დაიკითხებიან

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ხელახლა დაკითხავს.

ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის წევრების პირველი დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა, როცა ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გადაწყდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების ხელახალი დაკითხვა.

ადვოკატი ასევე სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებასაც ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button