მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მიკროავტობუსის მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სამარშუტო ავტომანქანის მძღოლს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც თელავის მცხოვრებია, კოვიდ-19, psr ტესტირებით გამოუვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მძღოლს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ამიტომ მას, განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

სამარშუტო ავტომანქანა, ერთ-ერთი სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით, დღის განმავლობაში, რამდენიმე მარშუტს ასრულებს.

ამავე სამარშუტო ავტომანქანით, მეზობელი სოფლის მოსახლეობაც სარგებლობს.

თელავის მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა.

მთლიანად, კახეთის რეგიონში, 63 კოვიდინფიცირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button