დაპირისპირება თელავში ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის

12736182_1085855481454327_1177432563_nთელავში ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თავდაპირველად ახალგაზრდებს და სამართალდამცავებს შორის შეხლა შემოხლა კაფე “შუა ქალაქში” დაიწყო და შემდეგ გარეთ გაგრძელდა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ე.წ. გაზის იარაღიდან გასროლა მოხდა, რა დროსაც მსუბუქად დაშავდა ერთი სამართალდამცავი.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე 6 ახალგაზრდა დააკავა და კახეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყავა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 353-ე მუხლებით, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს, 29 თებერვალს  გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button