მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკელი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდნენ

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი მონტანადან და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი ვიქტორია სპარცი, რომელიც უკრაინული წარმოშობისაა, ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდნენ – ისინი უკრაინაში ხუთშაბათს იმყოფებოდნენ და ადგილზე ნახეს რუსული სისასტიკის შედეგები. ისინი გახდნენ პირველი ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ ომის დაწყების შემდეგ.

„ვერაფერი ჩაანაცვლებს რეალურად აქ ყოფნას, ამის უშუალოდ დანახვას და დროის გატარებას ხალხთან, რომლებიც საშინლად დაზარალდნენ ამ ომისგან“, – თქვა სენატორმა დეინსმა.

სენატორებთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც.

როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მხარს უჭერენ კონგრესის ძალისხმევას, აიძულონ პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება.

ჰუმანიტარული კრიზისი არ დასრულდება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. და ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინელები არ გაიმარჯვებენ – წერს ანტონ გერაშენკო და იმედს გამოთქვამს, რომ სენატორების შემდეგ აშშ-ს სხვა ოფიციალური პირებიც ჩავლენ უკრაინაში და უკრაინა მიიღებს იარაღს, რომელიც სჭირდება გამარჯვებისთვის.

15 აპრილის მონაცემებით, კიევის ოლქში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ცხედრები პროზექტურაშია, ხოლო დანაშაულის ნივთმტკიცებები პროკურატურას გადაეცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button