კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

ჩუმლაყში ორი ეკლესია გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ორი ეკლესია გაქურდეს, დაარბიეს და და 50 ლარამდე თანხა წაიღეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ეკლესიის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, ეკლესიაში დაზიანებულია ხატები და წაღებულია შესაწირი.

„ნახევარი საათის წინ მოვედი და ვნახე, რომ საკურთხეველთან ფანჯარაა გატეხილი, იქიდან არინ შესულები. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე“, – განაცხადა ქემაშვილმა.

უჩა ქემაშვილის განმარტებით, შესაძლოა ეკლესიებში ორი არასრულწლოვანი პირი იმყოფებოდა.

„ეკლესიაში სკამია დადგმული, რადგან ფანჯარა მაღალია. გარდა ამისა, სარკმელი იმდენად ვიწროა, მანდ ზრდასრული ადამიანი ვერ შეეტევა. დაახლოებით ათ ლარამდე იყო, ერთ ეკლესიაში, მეორეში, კი 40 ლარამდე“, – ამბობს ქემაშვილი.

გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეთვრამეტე საუკუნეშია აღდგენილი. ეკლესიები მოქმედია და სადღესასწაულო დღეებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button