მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“Гамарджоба, Грузия”-საქართველოში ომის მხარდამჭერი მომღერალი იმღერებს

მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა, რომელიც ე.წ. Z კონცერტებზე გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს, სახელწოდების “Гамарджоба, Грузия”.

ამის შესახებ გამოცემა ეხო კავკაზა წერს, რომელსაც ტურის შესახებ იაკუტელმა აქტივისტმა, აიხალ ამასოვმა შეატყობინა. მისი თქმით, ვარია მაქსიმა ცნობილია იმით, რომ რუსეთის რეჟიმის პოლიტიკას უჭერს მხარს და ომის მხარდამჭერ კონცერტებში იღებდა მონაწილეობას. კონცერტები საქველმოქმედო იყო და მიღებული თანხა რუსული არმიის დაფინანსებას ხმარდებოდა.

აიხალ ამასოვი ვარაუდობს, რომ მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან პროპაგანდისტ მომღერალს, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართველი აქტივისტები ხელს შეუშლიან ტურს.

“ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, იაკუტიაში ის პროპაგანდით იყო დაკავებულია, გამოდიოდა “Z კონცერტებზე” და იაკუტელ კაცებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა”, – ამბობს აქტივისტი.

მომღერლის ინსტაგრამ ანგარიშზე აღნიშნულია, რომ “საავტორო ტურის” მონაწილეები 6-12 მაისს საქართველოს “კოლორიტულ ქალაქებს” ეწვევიან, დაათვალიერებენ გორის, ყაზბეგის, კახეთის, ბორჯომისა და სხვა რეგიონების ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. მომღერალი, ტურის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ვლადიკავკაზიდან გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button