მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გართულებული ეპიდსიტუაცია კახეთში -კოვიდ-კლინიკებში საწოლფონდები გადაივსო

კახეთში მოქმედ კოვიდ-კლინიკებს პაციენტების სტაციონარში მოთავსებისათვის ადგილები თითქმის აღარ აქვთ.

ბოლო ორი კვირაა, რეგიონში კოვიდ-პაციენტების რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდება და საავადმყოფოებს მათი მოთავსება უჭირთ.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ ჭანკოტაძე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკაში ადგილი არ არის.

” დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკაში ადგილი არ გვაქვს. სულ 60 პაციენტის მოთავსება შეგვიძლია და შევსებული გვაქვს. აქედან ოთხი რეანიმაციაშია. ბოლო პერიოდში მატება შეინიშნება. რომელიმე პაციენტს რომ გავწერთ, იმის ადგილას ვათავსებთ მეორეს. ამჟამად, ჩვენთან მხოლოდ ერთი აცრილი მკურნალობს და მძიმე არ არის. დანარჩენები, ყველ აუცრელია”- განაცხადა ჭანკვეტაძემ.

საწოლფონდი გადავსებას ადასტურებენ ლაგოდეხის კოვიდ-კლინიკაშიც.

” ძალიან გაიზარდა სტაციონარში მოსათავსებელი პაციენტების რიცხვი. კლინიკა თითქმის გადავსებულია. როგორც კი ვინმეს გავწერთ, მეორე პაციენტით ვანაცვლებთ. ამ ეტაპზე, არცერთი აცრილი პაციენტი არ გვყავს,”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ნუკრი ყარალაშვილმა.

ბოლო ორი კვირის.მანძილზე, კახეთში ინფიცირების მაჩვენებელი, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კოვიდ- 19- ის, 157 შემთხვევა გამოვლინდა.
დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობას გადის 1051 პაციენტი.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში სულ 16 638 პირი დაინფიცირდა, აქედან, ყველაზე მეტი, 3697 შემთხვევა, გურჯაანშია გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button