მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში, საერთო საცხოვრებელში, სახლი დაიწვა

თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელში, სახლი დაიწვა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

ხანძარი მრავალბინიანი საცხოვრებლის პირველ სართულზე გაჩნდა.

ბინაში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელმაც სახლის დატოვება დროულად შეძლო.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანდა ტექნიკა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა.

ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და პოლიცია.

მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button