მნიშვნელოვანიმსოფლიო
საფრანგეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

საფრანგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 33 ადამიანი დაშავდა.
ავტობუსი, რომლითაც ტურისტები პარიზიდან ლონდონში მიემგზავრებოდნენ სავალი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
დაშავებულები 8 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.