მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია [აუდიო]

“მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით” – ამ სახელწოდების კვლევის შედეგები დღეს საქართველოს იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა.

კვლევა ეხება სახელმწიფოსა და შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” შორის 2005 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიას, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი 49- წლიანი იჯარით გადაეცა.
კვლევაში ნათქვამია, რომ კომპანია 2011 წლიდან მოყოლებული საკონცერტო დარბაზის მართვის საზღაუს არ იხდის. როგორც საიასთვის გახდა ცნობილი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდი სცენის ერთი დღით დაქირავების საფასური 15,000 ლარიდან იწყება

დღეისათვის ჯამურად დავალიანება ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 1,245,000 ლარზე მეტს შეადგენს.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ 2014 წლის შემოდგომამდე “ინტერნეიშენალ ივენთის” მეწილეები იყვნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე, კახი კანდელაკი და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე.

საიას ინფორმაციით, კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება კულტურის მინისტრის საკუთრებაში არსებული ბინა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ იმ სკანდალურ დოკუმენტს პასუხობს, რომლის მიხედვითაც მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button