საპროტესტო აქცია ლაგოდეხში [Audio/Photo]

სოფელ აფენის მოსახლეობის ნაწილმა ჯერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან და შემდეგ გამგეობის სხდომათა დაბაზში საპროტესტო აქცია გამართა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში შენობაში ყვირილის ხმა ისმოდა.

ყვიროდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები.

ადგილობრივები სოფელ აფენში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ, თუმცა მთავარი საკითხი ბიზნესმენ მერაბ ფერაძისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

შეკრებილთა თქმით, ბიზნესმენი სოფელ აფენში რამდენიმე საწარმოს ფლობს, თუმცა “ხელისუფლების ხელშეშლის გამო ვერცერთ მათგანს ოფიციალურად ვერ ირეგისტრირებს”.

აფენის დეპუტატმა საკრებულოში ზვიად ხვედელიძემ კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრა, რომლის მოგვარებასაც სოფელი ითხოვს.

დეპუტატი ზვიად ხვედელიძე_ხმა

აქციაზე გზის დაგებაც მოთხოვეს და ზოგ შემთხვევაში მიმდინარე სამუშაოების უხარისხობაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, აქციაზე მიმდინარე წელს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომლებსაც დაზღვეული მოსავალი გაუნდაგურდათ, მაგრამ ანაზღაურება ვერ მიიღეს.

მოსახლეობა_ხმა

რადიო ჰერეთთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ აქცია გარკვეული ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მიერ დასახლებულ პრობლემებს, გამგებლის თქმით, მისი “გამგებლობის პერიოდში მხოლოდ აფენის თემში 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა და კონკრეტული პროექტები მომავალშიც იგეგმება”.

გამგებელმა აქციის ორგანიზებაში აფენის დეპუტატი საკრებულოში და ამავდროულად ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზვიად ხვედელიძე დაადანაშაულა.

კახა ჯამბურია_ხმა

აფენელების თქმით, ეს იყო გამაფრხილებელი აქცია და თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციებს მუდმივი სახე მიეცემა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”36932″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1466415931576″]

მსგავსი პოსტები

Back to top button