მნიშვნელოვანისიახლეები

კამპანია მიშას სახელით-ენმ ხვალიდან რეგიონებში ჩადის

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, ხვალიდან, 22 აგვისტოდან მიხეილ სააკაშვილის სახელით კამპანიას იწყებს.

პარტია” ნაციონალური მოძრაობის” წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა საზოგადოების პრობლემები და პოლიტიკური მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება გაიგოს. ამის შესახებ მან კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.

“ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის ყველა კუთხეში. მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემასა და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის. კამპანია დაიწყება ბათუმიდან, ქალაქიდან, რომელიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა. ერთად დავიწყებთ გამარჯვების უდიდეს კამპანიას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პარტიამ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია დაიწყო და მასში ჩართული იქნება მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა:

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას. ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან, შევხვდებით ყველას, მოგისმენთ ყველას. ჩვენი მოქალაქეები წერილს მისწერენ მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ წერილობით, სიტყვიერადაც გადასცემენ. თითოეული მათი მოსაზრება იქნება მისული მიხეილ სააკაშვილამდე. სიმბოლურად კამპანია დაიწყება ბათუმიდან, ქალაქიდან, რომელიც ააშენა სააკაშვილმა და აუცილებლად ერთად დავიწყებთ გამარჯვების უდიდეს კამპანიას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ამ კამპანიას ბევრი ოპოზიციური პარტია შეუერთდება.

„დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია თუ პიროვნება შემოუერთდება საბოლოოდ ამ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button