მსოფლიოსიახლეები

ხანძარი ჩერნობილის ატომურ რეაქტორთან

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური რეაქტორის სიახლოვეს გაჩენილი ხანძარი ქვეყნის დედაქალაქისკენ ვრცელდება. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, სასაფლაო და ასობით ცხოველი, მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

ამ დროისთვის ხანძარი ატომურ რეაქტორთან კონტროლდება, თუმცა ევროპელი სეისმოლოგების განცხადებით, კიევში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button