მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდში სახლის ნანგრევებში არასრულწლოვანი მოყვა

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ორსართულიანი შენობის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა მზია გერგედავამ განაცხადა,რომ 11 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მას კვლევები და მკურნალობა უტარდება.

“ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. კონტაქტურია, ადექვატური”, – განმარტა გერგედავამ.

შენობა ზუგდიდში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და  უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მერის მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, აქ ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან ოთხი ახალი ბინით დაკმაყოფილდა, ხოლო დარჩენილი ერთი ოჯახი, სოფლად სახლის პროგრამაში იყო და უახლოეს დღეებში მასაც უნდა მიეღო საცხოვრებელი ფართით

მსგავსი პოსტები

Back to top button