საქართველოსიახლეები

“მივესალმები ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას”

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სტუდენტის შეკითხვაზე, მიესალმება თუ არა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას, თუკი ამის შესახებ არსებული ჭორები გამართლდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მიესალმება. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გარკვეული სიმორცხვით პასუხობენ, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შემთხვევაში კი ყველაფერი გარკვეული იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button