რეგიონისიახლეები

ზუგდიდის ლაბორატორიაში 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშიდან 117 დადებითი პასუხია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 117-დან 82 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, 13 – სენაკში, 12 – ჩხოროწყუში, 9 – წალენჯიხაში, 1 კი ხობში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 157 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 132 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button