ბათუმის სამივე ოლქში, პირველადი მონაცემებით მმართველი პარტია ლიდერობს

პირველადი მონაცემებით, ბათუმის სამივე ოლქში, როგორც პარლამენტის არჩევნებში, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ბათუმის სამ ოლქში არსებული 119 უბნიდან, დამუშავებულია 42 უბნის მონაცემები და პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პარლამენტის არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 41.95%; „ნაციონალური მოძრაობა“ 29.82%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 6.13%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.10%.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის: „ქართული ოცნება“ 43.20%; „ნაციონალური მოძრაობა“ 27.66%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.81%; „პატრიოტთა ალიანსი“ 6.23%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის #79 ოლქის იურისტის სულიკო შვენთიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და არსებული მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მეორე ტური ყველა ოლქში დაინიშნოს.

„ბათუმის სამივე ოლქში როგორც პარლამენტის, ასევე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 50% ჯერჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადაახა. ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები უსწრებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა სულიკო შვენთიძემ.

ბათუმის #79 ოლქი აგრძელებს მუშაობას. დამუშავების პროცესშია 77 უბნის მონაცემები.

მსგავსი პოსტები

Back to top button