კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც თბილისში ნოემბერში გასამართი სამი ოფიციალური მატჩისთვის მოამზადებს.

12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. 15 და 18 ნოემბერს კი უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ბოლო ორ შეხვედრას გამართავს – ჯერ სომხეთთან, ხოლო შემდეგ – ესტონეთთან.

ვლადიმირ ვაისმა განაცხადში 29 ფეხბურთელი შეიყვანა. შემადგენლობაში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს, თბილისში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, საქართველო);

მცველები: გურამ კაშია („სან ხოსე“, აშშ), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი“, რუსეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე „ტობოლი“, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ოვიედო“, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი“, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი“, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე („როტორი“, რუსეთი).

მსგავსი პოსტები

Back to top button