ზღვაში მამაკაცის გვამი იპოვეს

შავ ზღვაში, კვარიათის აკვატორიაში საზღვრის დაცვის კატარღამ მამაკაცის გვამი იპოვა.

გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით გვამს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button