კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაჭრილს დაზიანებები მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

სოფელში ვარაუდობენ,რომ დაჭრის ფაქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დაპირისპირების რეალური მიზეზი ცნობილი არ არის.

ადგილზე პოლიცია მუშაობს და ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button