საქართველოსიახლეები

საქართველოში 72 ექიმია დაინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს შესაძლოა ცოტა არ იყოს, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მიზერულია.

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72-ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც. თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორე იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის. მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთ მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა“. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ექიმის ინფიცირებაში, რომელიც 24 საათს ავადმყოფებთან ატარებს, გასაკვირი არაფერია.

მსგავსი პოსტები

Back to top button