მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

ზაზა გახელაძის ოჯახი უქმეების შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

“9 თვე, ფაქტობრივად, იმედებში გავატარეთ. ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, წინსვლა იქნებოდა, მაგრამ უშედეგოდაა ეს ყველაფერი. ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გარშემო 7 სოფელია, ფეხზე არიან, როგორდ რამე ეშველოს, ყველა გვერდში გვიდგას”, – ამბობს ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 9 თვის წინ გაიტაცეს.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ გახელაძეს 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button