რეგიონისიახლეები

საპროტესტო აქციის შემდეგ „ცხინვალის მთავრობა“ გადადგა

ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების პრემიერ მინისტრი – ერიკ ფუხაევი გადადგა, ე.წ. პრეზიდენტმა თანამდებობიდან ე.წ. შს მინისტრი იგორ ნანიევიც გადააყენა. მიღებული ზომები ცხინვალში გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა.

როგორც მედია-საშუალებებში ინფორმაცია გავრცელდა, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ. მომხდარის გამო, ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა გარდაცვლილი ჯაბიევის ფოტოები, სადაც გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. ფოტოები სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორშია გადაღებული.

ოსური მედიის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ბიბილოვი აცხადებს, რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button