სპორტი

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგის მეორე ტურნირიც მოიგო

გასულ კვირას 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გამართული 115 ათასიანი ტურნირი რუმინელ ირინა ბარასთან ერთად მოიგო.

ახლა კი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჩატარებულ ასპარეზობაზე ზედიზედ მეორედ იმარჯვა. აქ საპრიზო ფონდი 80 ათას დოლარს შეადგენდა.

ვალენსიის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე ქართველმა ჩოგანმა ბელგიელ ისალინ ბონავენტურასთან ერთად, წყვილში იასპარეზა და 4 წარმატებული მატჩის შემდეგ გამარჯვებაც იზეიმა.

გორგოძემ და ბონავენტურამ ფინალურ დაპირისპირებაში 3 სეტი ითამაშეს და ესპანელი ანხელა ფიტა ბოლუდას და რუსი ოკსანა სელეხმეტევას დუეტი 6:2, 2:6, 10:6 დაჯაბნეს.

ცნობისთვის, გორგოძეს 932 ქულით წყვილთა რეიტინგში 114-ე ადგილი უკავია, მიღწეული წარმატების შემდეგ კი, კლასიფიკაციაში კიდევ უფრო დაწინაურდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button