მნიშვნელოვანი

ორგანიზატორებმა აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს

,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დღეს დაიშლება. შესაბამისი გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შევედრისას მიიღეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალ 10 საათიდან, შს მინისტრთან საქმიანი შეხვედრები დაიწყება, რა დროსაც, დეტალურად განიხილება 12 მაისის ღამეს, კლუბ ,,ბასიანსა” და ,,გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია. ასევე, უახლოეს მომავალში დადგება კონკრეტული შედეგი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტის მიღებაზე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ აღნიშნული დაპირებები არ შესრულდება, აქციები შაბათიდან განახლდება.

შეხვედრაზე ასევე შედგა შეთანხმება, რომ აქციის მონაილეების უსაფრთხო გასვლას ტერიტორიიდან, შს მინისტრი და შესაბამისი პირები უზრუნველყოფენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან პარლამენტის ეზოდან გაჰყავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button