კახეთში რთველი იწყება

კახეთში რთველი იწყება. როგორც რადიო „ჰერეთს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა , გიორგი სამანიშვილმა განუცხადა სახელმწიფო, დაპირებისამებრ, 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს.

სამანიშვილის თქმით, სახელმწიფო მწიფე 1 კგ რქაწითელში და მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს სახელმწიფო გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.

მსგავსი პოსტები

Back to top button