სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა [Photo/Video]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას გამოსვლის დროს დეპუტატებსა და მანდატურებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, – იუწყება BBC.

პარტია „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლების“ წითელ უნიფორმაში გამოწყობილი 25 წევრი პრეზიდენტ ზუმას ერთი საათის მანძილზე უსტვენდა და სიტყვის წარმოთქმის საშუალებას არ აძლევდა.
მოჩხუბართა გასაშველებლად პარლამენტის მანდატურები ჩაერთნენ და დეპუტატები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან ბოლის შაშხანები გამოიყენა, რათა ოპოზიციის წარმომადგენლები დაეშალა.

[print_gllr id=53138]

მსგავსი პოსტები

Back to top button