ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი

ჰერეთის გამოკითხულ თელაველთა 80%, მერის წარმომადგენელს არ იცნობს

იცნობთ თუ არა თქვენს საცხოვრებელ უბანში თელავის მერის მიერ დანიშულ წარმომადგენელს, – ამ კითხვით გამოკითხვა რადიო ჰერეთმა სოციალურ ქსელ facebook-ში არსებულ იმ ჯგუფებში ჩაატარა, რომელის წევრებიც ქალაქ თელავის და თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები არიან.

გამოკითხვა სოციალურ ქსელში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 207-მა ადამიანმა მიიღო. მათი უმეტესობა, 166 ადამიანი აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ უბანში ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს არ იცნობს და არც მათი საქმიანობის შესახებ სმენია რამე.

33 მოქალაქე მერის წარმომადგენლების ე.წ რწმუნებულების საქმიანობას დადებითად აფასებს. 11 მოქალაქე კი აცხადებს, რომ მერის წარმომადგენელს იცნობს, თუმცა, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ არაფერი სმენიათ.

აღნიშნულ საკითხზე რადიო ჰერეთი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, თუ რამდენად სათანადოდ და კომპეტენტურად მუშაობენ მერის წარმომადგენლები და რითი იყო გამოწვეული მოსახლეობაში მათი თანაბარი ცნობადობა. თუმცა, თელავის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

როგორც რადიო ჰერეთმა გაარკვია, 2019 წელს თელავის საკრებულოს მიერ მიღებული მერიის საშტატო განრიგის მიხედვით, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებაში, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიან მერის მიერ სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში დანიიშნული წარმომადგენლები და მათი სპეციალისტები, სულ 61 ადამიანი მუშაობს. მათთვის გადახდილი ხელფასის ოდენობა პრემია-დანამატების გარეშე, ჯამში ყოველთვიურად 54 500 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button