ჰერეთის გამოკითხვაში რესპოდენტებს უმრავლესობა თვლის, რომ სესიაშვილმა გაცემული დაპირებები არ შეასრულა

კახეთის რეგიონში,კერძოდ თელავისა და ყვარელის სოციალური ქსელის მომხმარებლების უმრავლესობა თვლის, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ირაკლი სესიაშვილმა გაული წლების დაპირებები არ შეასრულა.
“ირაკლი სესიასვილმა ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა” – ასე ფიქრობს 116 გამოკითხული იმ 191 ადამიანიდან, რომელიც რადიო ჰერეთმა სოციალური ქსელის facebook-ის მეშვეობით გამოკითხა.
გამოკითხვა იმ სოციალურ ჯგუფებში ჩატარდა, სადაც თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები არიან გაწევრიანებული.
გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ იდენთიფიცირებულმა მომხმარებლებმა მიიღეს.
გამოკითხვაში 22 მოქალაქე თვლის, რომ გასულ 4 წელიწადში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, 10 ამომრჩეველის აზრით, თელავსა და ყვარელში წყალმომარაგების სისტემა უკეთ მუშაობს.
23 მოქალაქის აზრით ირაკლი სესიაშვილლმა შეასრულა დაპირება და სასოფლო გზები ორ მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა, ხოლო 20 ამომრჩეველის აზრით განათლების სისტემა უკეთესი გახდა.
რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის კიდევ ერთ დაპირებას, თელავის სიახლოვეს არსებულ ცივის მთაზე საბაგირო ხაზის და ფუნიკულიორის აშენების შესახებ, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს რომ დეპუტატობის კანდიდატებმა არ უნდა გასცენ ისეთი დაპირებები, რომლებიც მათ კომპეტენციაში არ შედის.
“რაც აქ წერია, უმეტესობა არ არის პარლამენტის წევრის მოვალეობა, არ უნდა გასცენ ისეთი დაპირება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა”, – განაცხადა გამოკითხვის კომენტირებისას მოქალაქე ნანა ლაზარიაშვილმა.
რადიო ჰერეთი ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა, ჩვენ მას ვთხოვეთ გაეკეთებინა კომენტარი თუ რატომ ვერ შეასრულა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები, თუმცა მას შემდეგ რაც ის გაეცნო კითხვებს, რადიო ჰერეთის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
გამოკითხვა ჰერეთმა 15-20 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა.