მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჰერეთის ინფორმაციის შემდეგ ბაღების გაერთიანების დირექტორმა ყვარელში თანამდებობა დატოვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა თანამადებობა დატოვა. სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა ზაუტაშვილმა, თავად მიმართა.

მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განმარტებით, ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მისთვის სამსახურიდან წასვლის მიზეზი არ აუხსნია.

” თვითონ მოგვმართა განცხადებით, მიზეზი არ აუხსნია. მე არ ველოდებოდი ამას, რადგან მანამდე კომუნიკაცია არ გვქონია” – განმარტა სესიაშვილმა რადიო ჰერეთთან.
გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ზაზა ზაუტაშვილი, ყვარლის მესამე საბავშვო ბაღის კოირდინატორმა, ნონა დავითაშვილმა ჩაანაცვლა.

1 მარტს, საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, რადიო ჰერეთი წერდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღებში, კორონა ვირუსზე გასატესტი პერსონალი შეიყვანეს.

გახდა თუ არა, სამსახურიდან მოულოდნელი წასვლის მიზეზი, მედიაში გასული ინფორმაცია, ზაზა ზაუტაშვილმა კითხვას თავი აარიდა.

” არ მინდა მიზეზების განმარტება, ასე გადავწყვიტე და მეტს ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ზაზა ზაუტაშვილი დირექტორის თანამდებობას 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა.
მისი წინამორბედი დირექტორი, მაია სამიტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნაში ადანაშაულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button