ჰერეთის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სატყეო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/01/ჭიაური1.jpg)
კახეთის სატყეო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გელა კომლაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ- ერთ განყოფილებაში იმუშავებს. სამსახურის უფროსის პოსტზე გურჯაანის სატყეო უბნის კოორდინატორი, ზურა მამისაშვილი დაინიშნა.
კახეთის ტყეებში ტყის უკანონო ჩეხვასა და უნიკალური ჯიშების განადგურებაზე, გარემოს დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები დიდი ხანია ლაპარაკობენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, რომ კომლაძის თანამდებობიდან წასვლა, მედიის აქტივობას არ უკავშირდება.
” არ არის ეს ტყე ჩვენი, ტყემალაძის მართვაშია და მედია მაინც გვიკავშირებს. ეს ადამიანი დაწინაურდა და აქ, ცენტრალურ აპარატში მუშაობს. თქვენ თუ გინდათ, დაუკავშირეთ ამ აქტივობას”-განაცხადეს სამინისტროში.
კახეთის სატყეო სამსახურის უფროსად გელა კომლაძე 2018 წელს დაინიშნა.