ჰერეთმა რადიო “თბილისი” FM93.5 ეთერში გაუშვა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა რადიო “თბილისი”, დედაქალაქში ტალღაზე FM93.5-ზე გაუშვა. 

ეს კომპანიის მეორე რადიოსადგურია, რომელიც საცდელი მაუწყებლობით 1 სექტემბერს ჩაირთო.

რადიო “თბილისი” მსმენელს გემოვნებიან მუსიკას AC/CHR-რადიოფორმატში სთავაზობს, რომლის ძირითადი სეგმენტი თბილისის მსმენელი იქნება.

რადიო სადგური თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს, ასევე ქალაქებში რუსთავსა და მცხეთაში.

დღეს ორივე რადიოსადგურის პოტენციურ მსმენელთა რაოდენობა სამ მილიონამდე გაიზარდა. ჰერეთი და თბილისი კოოპერირებულად იმუშავებს, ერთიანი შეფუთვით, პროგრამებით და თანამშრომელთა გუნდით.

როგორც რადიოსადგურის მენეჯმენტში აცხადებენ, მალე რადიო თბილისი დაიტვირთება ახალი ამბებით, საზოგადოებრივი-პოლიტიკური თოქ-შოუებით და სხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებით.

“რადიო იწყება ჩვენით”- ეს “თბილისის” სლოგანია. საძიებო სისტემაში რადიო “თბილისი” პირველი რადიოსადგურია.

სამაუწყებლო კომპანიამ 17 წლის წინ, კახეთში პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური – ჰერეთი დააფუძნა. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button