ჰერეთს რადიო ლიცენზია 2028 წლამდე გაუგრძელდა[ჩართვა]
რადიო “ჰერეთს” FM 102.8, კახეთის რეგიონში მაუწყებელობის ლიცენზია 2028 წლამდე გაუგრძელდა.
საკითხზე საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოუსმიენთ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელის რამაზ სამხარაძის ჩართვას ახალ ამბებში ►
[fap_track id=”67755″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]“ჰერეთის” დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში “ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანს – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.
რადიო “ჰერეთის” მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით,ასევე Apple -სა და Android -ის სმარტფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია ფლობს 3 რადიოსადგურს, აქედან 2 კერძო საერთო მაუწყებელს: B95 და B175 ლიცენზია.
კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8
დედაქალაქში – რადიო “თბილისი” FM93.5.
და RELAX WEB RADIO – ინტერნეტ რადიოს
რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.