,,ჰეროკრატიას“ მოსახლეობის 5 % უყურებს, აცხადებს საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შესახებ, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, ფილმის გადაღებაზე 40 მილიონი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მომხრეებისთვის რომ დაერიგებინა, „მადლი იქნებოდა“.
,,უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი“. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა “გააძროს” “ოცნების” დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისთვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისთვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.
ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა კი, მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო”, – წერს სააკაშვილი.
,,ჰეროკლარტიის“ რეიტინგზე საუბრობს სოციალურ ქსელში ასევე რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორი.ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმი , რომელიც წინა საარჩევნოდ იქნა შექმნილი, ხალხისთვის ბომბის ტოლფასი იქნებოდა, თუმცა ამ ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და ფილმის პრაქტიკულად მაყურებელი არ ყავს.
,,38 მილიონს რო დახარჯავ, გოგა ხაინდრავას ანდობ, ხეროკრატიას გადააღებინებ, როგორც მთავარ საარჩევნო ბომბს და ის ხეროკრატია 5-6% რომ წერს, ანუ ასე 2-3ჯერ მეტს, ვიდრე ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება რ2ის ეთერში, ხომ უნდა თქვა ბოლოს და გამოთქმით:
“იმიტომ რომ მე ვარ დებილი, ესაა ჩემი კომენტარი”
რეჟისორის ინფორმაციით ფილმი არის 24 სერია და ოთხი ნაწილისგან შედგება – სასამართლო, ციხე, საზოგადოება, დეტექტივი. ფილმში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების სასამართლო პროცესი მიდის. გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ არც ერთი კადრი არ არის მოგონილი და ის 1200 არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთან ინტერვიუს დაეფუძნა. თითოეულ ფაქტს, საფუძვლად სამი სხვადასხვა წყარო უდევს”.
მისივე თქმით, მხოლოდ ის საქმეები შეარჩიეს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე იყო დაფუძნებული.
ხაინდრავამ ,,ჰეროკრატიის“ დაფინანსებაზე ასევე ღიად განაცხადა, რომ ფილმის დაკვეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისგან მიიღოო.
ფილმი ,,ჰეროკრატია” ტელეკომპანია ,,იმედი”-ს ეთერში გადაიცემა.