ჰიჯაბის ტარების უფლება – საია ომბუდსმენს მიმართავს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სახალხო დამცველს ყარაჯალის სკოლის ინციდენტში ჩართვას სთხოვს.

საია-ს პოზიციით, ომბუდსმენმა დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით უნდა მიმართოს, რომ მუსლიმ მოსწავლეებს ჰიჯაბის ტარების უფლება მიეცეთ.

სკოლაში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც გოგო გაკვეთილზე თავსაბურავით არ შეუშვეს, ორგანიზაციაში დისკრიმინაციად აფასებენ და სახალხო დამცველს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button