ჰიტლერის მეუღლის საცვალი აუქციონზე გაიყიდა [Video]

აბრეშუმის საცვალი, რომელიც ოდესღაც ჰიტლერის ცოლს, ევა ბრაუნს ეკუთვნოდა, ბრიტანეთის აუქციონზე 2900 გირვანქა სტერლინგად (3600 დოლარი) გაიყიდა. ბრიტანეთის პრესის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ბავარიულ ალპებში, ჰიტლერის მიერ მიტოვებულ ბუნკერში ამერიკული არმიის სამხედრო მოსამსახურემ ბრაუნის საცვალი იპოვა.

ვაჭრობა ვუსტერშირის საგრაფოში მოაწყო აუქციონის სახლმა Philip Serrell.

გასული საუკუნის 40-ან წლებში შეკერილმა ბრაუნის საცვალ-პანტალონმა ბოლო 70 წლის მანძილზე რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა.

აუქციონზე ჰიტლერის მეუღლის კუთვნილი სხვა ნივთებიც გაიყიდა, მაგალითად ბრაუნის ოქროს ბეჭედი 1250 გირვანქა სტერლინგად და ტუჩის საცხის ვერცხლის კოლოფი – 100 გირვანქა სტერლინგად.

აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ ყველა ნივთი ბრიტანეთის მოქალაქემ იყიდა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

როგორც ცნობილია, ევა ბრაუნმა ადოლფ ჰიტლერი 1929 წლის ოქტომბერში გაიცნო. მაშინ იგი 17 წლის იყო, ხოლო მომავალი ფიურერი – 40-ის.

1936 წლიდან წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა. ევა ადოლფის პირად თანაშემწედ ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ჰიტლერმა და ბრაუნმა 1945 წლის აპრილში, ერთობლივ თვითმკვლელობამდე 1 დღით ადრე, იქორწინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button